ნიკოტინი-შხამია

среда, 16 декабря 2009 г.

1.პროექტის სახელი: ნიკოტინი-შხამია
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილენი იკვლევენ თამბაქოს მოწევით გამოწვეულ დაავადებებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას თამბაქოს მოწევით გამოწვეული მრავალი პრობლემის შესახებ. დეტალურად შეისწავლიან ნიკოტინით გამოწვეულ დაავადებებს, ჩაატარებენ გამოკითხვას თანატოლებს შორის თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით.
4.მონაწილეთა ასაკი:14-17 წლამდე
5.ვადები\ხანგრძლივობა: ექვსი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასის დაყოფა ჯგუფებად, პედაგოგის მინი-ლექცია თამბაქოს მოწევით გამოწვეულ უამრავ პრობლემაზე. ჯგუფები მოიპოვებენ ბეჭვდით და ვიდეო მასალას ინტერნეტიდან და ბიბლიოთეკიდან. ექსპერიმენტალურ ნაწილში ჯგუფები აღმოაჩენენ თამბაქოს ბოლში შემავალ მავნე ნივთიერებებს: ეთერებს, კუპრს, ნიკოტინს,მჟავებს, ნახშირს. პროექტის მონაწილენი ჩაატარებენ გამოკითხვას თანატოლებს შორის.
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ნაშრომის პრეზენტაციისთვის ჯგუფები გამიყენებენ ფოტოსურათებს, მოამზადებენ ლიტერატურულ ჩანახატებს, ინტერვიუს, სტენდს, სლაიდ-შოუს, ფილმს. გამოკითხის შედეგებს გამოაქვეყნებენ დიაგრამის სახით.
8.სამუშაო ენა: ქართული
9.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.
10.პროექტის ფასილიტატორი: ია ბუჩუკური
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ia.buchukuri@gmail.com
12.პროექტის ფორუმი:
13.
პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:buchukuri.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий